"მინდა ვახსენო კარვახალი, რომელმაც მიიღო იგივე ტრავმა, რაც მე. ის იმსახურებს აქ ყოფნას. ასევე, მინდა ვახსენო ფეხბურთელი, რომელიც მალე იდგება ამ ადგილას: იამალი. დღევანდელი დღე ესპანური ფეხბურთის გამარჯვება არის. ბევრი მოთამაშე იმსახურებდა ამ ჯილდოს, მაგრამ ვერ მოიგო: ინიესტა, ჩავი, კასილასი, ბუსკეტსი და სხვები.
მეგობრები მწერდნენ, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა. ეს არის ნახევარმცველების წარმატება, პოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება", - განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.
შეგახსენებთ, რომ 1960 წლის შემდეგ, ის არის პირველი მოთამაშე "ფურია როხადან", ლუის სუარეს მირამონტესის შემდეგ, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო.











