რამდენიმე დღის წინ, ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პსჟ-ს ფრანგი შემტევი უსმან დემბელე დასახელდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა მიიღეს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელმაც.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე დემბელე რეკორდულმა რაოდენობამ, 73-მა ჟურნალისტმა გაიყვანა. ლამინ იამალს კი პირველი ადგილი მხოლოდ 11 ჟურნალისტისგან ერგო.
მესამეადგილოსანი ვიტინია პირველ ადგილზე 6-მა ჟურნალისტმა გაიყვანა, მოჰამედ სალაჰი 4-მა, ჰაკიმი 3-მა, მბაპე, მაკტომინაი და ხვიჩა კვარაცხელია კი ერთმა.
შეგახსენებთ, რომ საბოლოო რეიტინგში კვარაცხელიამ მე-12 ადგილი დაიკავა.









