პარის სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასიდან ბრძოლას გამოეთიშა. ლიგა 1-ის დომინანტმა 1/16 ფინალში მინიმალური ანგარიშით თანაქალაქელ პარიზთან წააგო. საინტერესოა, რომ პსჟ ქვეყნის თასიდან გამოვარდა პირველად, 2023 წლის თებერვლიდან. იმის შემდეგ, აღნიშნული ტიტული "ლურჯ-წითლებმა" ზედიზედ 2-ჯერ მოიგეს.
რაც შეეხება გუშინდელ დღემდე უკანასკნელ მარცხს, პარკ დე პრენსის ბინადრებს მერვედფინალურ სტადიაზე მარსელის ოლიმპიკმა აჯობა. პარის სენ-ჟერმენში იმ დროს თამაშობდნენ ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ნეიმარ ჟუნიორი და მარკო ვერატი, გუნდის თავკაცი კი კრისტოფ გალტიე იყო.
საინტერესოა ისიც, რომ პსჟ-ს მხრიდან სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა ლივერპულის ამჟამინდელი ვარსკვლავი, უგო ეკიტიკე. ის მატჩი "ლურჯ-წითლებმა" წააგეს 1:2 და ის ერთადერთი ბურთი დედაქალაქელთა მხრიდან ლეგენდარულმა ესპანელმა უკანახაზელმა შეაგდო.









