26 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგურია, ვილი სანიოლმა ნაკრებში ის ფეხბურთელები გამოიძახა, ვინც მნიშვნელოვანი მატჩებისთვის უნდა მოამზადოს.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, მის ნაცვლად ნაკრებში ივა გელაშვილი გამოიძახეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ მატჩს მცირე დაზიანების გამო გიორგი ჩაკვეტაძეც გამოტოვებს.
ასეთი იქნება საქართველოს ნაკრების სავარაუდო 11-ეული ჩვენი ვერსიით









