ვილი სანიოლს ამ შეხვედრაში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რათა ჩვენმა ნაკრებმა პირველ ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს.
დისკვალიფიკაციის გამო, მატჩს ლაშა დვალი გამოტოვებს. სავარაუდოდ, მის ადგილს კრემონეზეს მცველი ლუკა ლოჩოშვილი დაიკავებს. ლევან შენგელიამ ნაკრების პირვლ ვარჯიშზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. თუ მზადყოფნაში იყო, მარცხენა ფლანგზე ის განწესდება.
ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა. ვილი სანიოლი ამ შეხვედრებში საბა გოგლიჩიძის დაყენებას აპირებდა, თუმცა ახალგაზრდა მცველს ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ძირითადში ადგილს კვლავ გიორგი გველესიანი დაიკავებს.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო XI LaGazzetta.ge-ს ვერსიით











