პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის პრაქტიკულად არცერთი ტური არ გასულა ისე, რომ VAR-ის მიმართებაში კითხვები არ ყოფილიყო. ESPN-ის ექსპერტმა, დეილ ჯონსონმა დათვალა, რომ ინგლისის ჩემპიონატის განვლილ სეზონში ვიდეო გამეორების ჩარევის შედეგად 31 შეცდომა დაფიქსირდა. როგორი იქნებოდა პრემიერ ლიგის ცხრილი VAR-ის შეცდომების გარეშე?
ამის გარდა, რომელი გუნდის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ იღებენ ყველაზე მეტ საკამათო გადაწყვეტილებას? მივყვეთ თანმიმდრევრობით. VAR-ისგან ყველაზე მეტად დაზარალდა ლივერპული, რომლის წინააღმდეგ მიღებული იქნა 4 საკამათო გადაწყვეტილება, სასარგებლოდ კი არცერთი. შემდეგ მოდის ვულვერჰემპტონი, რომლის წინააღმდეგ იყო 3 გადაწყვეტილება, სასარგებლოდ კი ასევე 0.
VAR-ის "ფავორიტი" გუნდი არის ბირმინგემის ასტონ ვილა, რომლის სასარგებლოდ მიღებული იქნა სამი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც საწინააღმდეგოდ - 0. შემდეგ მოდიან ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედი. როგორც ვხედავთ, ამ უკანასკნელის სეზონის გადარჩენის საკითხში უძლური ვიდეო გამეორებაც კი აღმოჩნდა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ადგილები აქვთ გაცვლილი "ვილანებსა" და ტოტენჰემს, ისევე როგორც "წითელ ეშმაკებსა" და ნიუკასლს. ლიდერთა 3-ეული დარჩებოდა უცვლელი. მართალია, მერსისაიდელების წინააღმდეგ მიღებული იქნა 4 გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები კლასიფიცირებულია როგორც უბრალოდ საკამათო და არა როგორც შეცდომა.













