მეტოქის სტატუსს, ტიტულსა და მოთამაშეების სახელებს მნიშვნელობა რომ არ აქვს, ბოლო 14 დღეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ორჯერ დაამტკიცა. ევრობასკეტ 2025-ის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს მოუგო, მერვედფინალში კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი და მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი ფავორიტი ასპარეზობას გამოთიშა. ესპანეთს კი საქართველოსთან წაგება სახლში წასვლის ფასად დაუჯდა, რადგან ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.
დღეს საქართველოს ნაკრები რიგაში, თბილისის დროით 18:00 საათზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს. ჩვენი გუნდი ფინეთს დაუპირისპირდება.
როგორ მივიდა საქართველოს ნაკრები ისტორიულ შედეგამდე?
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენ გუნდს შეკრების პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო, სრული გულით, ოპტიმალური შემადგენლობით ტესტს მატჩები არ ჩაუტარებია, გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გულის არითმიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეკრებას 9 აგვისტოს გამოაკლდა და გუნდს კვიპროსში შეუერთდა. შეკრებაზე ჩატარებული 6 ამხანაგური მატჩიან ჩვენმა გუნდმა ყველა წააგო, თუმცა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე გასასეირნებლად რომ არ ჩასულა, ჩვენმა გუნდმა ეს პირველივე მატჩში ხმაურიანი და სენსაციური გამარჯვებით დაადასტურა, სრულიად დამსახურებულად და დამაჯერებლად ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონს 83:69 მოუგო, ხმაურიანი სტარტის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 84:76 წააგო და საბერძნეთის გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს შემდეგ ეტაპზე თამაში, ბერძნებმა ესპანელებს მოუგეს და საქართველო ევრობასკეტის პლეიოფში გავიდა, სადაც ფავორიტ საფრანგეთს ასევე დამსახურებულად 70:80 მოუგო.
საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩამდე
2 უძლიერსი გუნდის დამარცხებისა და მსოფლიოს გაოცების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. გუშინ გუნდმა სრული შემადგენლობთ ივარჯიშა.
ფინეთის ნაკრები
მიუხედავად იმსია რომ ფინეთის ნაკრებსი ევპანეთის და საფრანგეთის ნაკრებებისგან განსხვავებვით, ევრობასკეტის ფავორიტად არ მიიჩნევა, მეოთხედფინალში გუნდები შემთხვევით რომ არ ხვდებინ ყველასთვის ცნობილია. აღნიშნულ ეტაპამდე ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ სიანტერესო გზა გაიარა.
ფინეთი B ჯგუფის მასპინძელი იყო და სახლში თამაში უპირატესობა ჰქონდა. ჯგუფურ ეტაპზე 3 მატჩი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.
ჯგუფის პირველ შეხვედრაში შვედეთი 93:90 დაამარცხეს, შემდეგ დიდ ბრიტანეთს 109:79 სძლიეს, რასაც მონტენეგროსთან 85:65 გამარჯვება მოჰყვა. შემდეგ ლიეტუვასთან 78:81 და გერმანიასთან 61:91 წააგეს.
მერვედფინალში კი ფინეთმა 2025 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სერბეთს სენსაციურად 92:86 მოუგო და ასპარეზობას გამოთიშა, შეგახსენებთ სერბეთმა გასულ წელს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ფინეთის ნაკრები ევრიობასკეტის მეოთხედფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. 2022 წელს მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან 100:90 წააგო და ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი, მე-6 ადგილი1967 წელს დააფიქსირა.
ვინ თამაშობს ფინეთის ნაკრებში?
ფინეთის ნაკრების უპირობო ლიდერი ლაური მარკანენია. კალათბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილი NBA-ს გამორჩეული მოთამაშე, „იუტა ჯაზის“ ფორვარდი. 28 წლის კალათბურთელი მიმდინარე ევრობასკეტზე თამაშში საშუალოდ 26.0 ქულას აგროვებს და ამ მაჩვენებლით ის ტურნირზე მესამეა. ფინელთა რიგებში 10.8 ქულას მიკაელ იანტუნენი, ხოლო 8.8 ქულასოლივიერ ნკამუა აგროვებს.
ფინეთის ნაკრების შემადგენლობა ევრობასკეტზე:
ლაური მარკანენი (იუტა, NBA), ჯეიკობ გრანდისონი (პაოკი, საბერთნეთი), ანდრე გუსტავსონი (თავისუფალი აგენტი), მიკაელ იანტუნენი (ფენერბახჩე, თურქეთი), მირო ლიტლი (სანტა ბარბარა, NCAA), ალექსანდერ მადსენი (ლეიდა, ესპანეთი), ედონ მაჯუნი, (გრაველენი, საფრანგეთი), მიკა მუურინენი (კომპასი, NCAA), ოლივერ ნკამჰუა (ვარეზე, იტალია), სასუ სალინი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), ილარი სეპალა (კეჩმეკეტი, უნგრეთი), ელიას ვალტონენი (გრანადა, ესპანეთი)
მთავარი მწვრთნელი - ლასი ტუოვი.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები ამ დრომდე ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველოს ანგარიშზე ხუთი გამარჯვებაა, ფინელებმა 4 მატჩი მოიგეს.
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთმა და საქართველომ ერთ ჯგუფში იასპარეზეს. გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ორივე მატჩი მოუგო, 90:93, 81:64.
უშუალოდ ევრობასკეტზე საქართველო - ფინეთის შეხვედრა 2011 წელს შედგა, საქართველოსთვის სადებიუტო ევროპირველობაზე, მე-2 ჯგუფურ ფაზაში, სადაც ფინელებმა გაიმარჯვეს (73:87).
ევრობასკეტის მეოთხედფინალური მატჩი - ფინეთი - საქართველო, დღეს რიგაში, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. 22:00 საათზე კი გერმანია - სლოვეენიის მეოთხედფინალური შეხვედრაა ჩანიშნული. სწორედ აღნიშნულ წყვილებში გამარჯვებულები ითამაშებენ ევრობასკეტის ნახევარფინალში. პირველი ნახევარფინალური ნაკრებები უკვე ცნობილია საბერძნეთი - თურქეთი.









