სანაკრებო პაუზამდე ქართველმა ლეგიონერებმა შაბათ-კვირას წარმატებული მატჩები ჩაატარეს და სანაკრებო შეკრებას კარგი განწყობით შეუერთდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ოქსფორდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბევრი მომენტი შექმნა, დრიბლინგები გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო დავითაშვილის სტ.ეტიენი მიქაუტაძის ლიონთან 1:0 დამარცხდა, დავითაშვილს ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა.

ბუნდესლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომლის კარლსრუემაც პროისენთან 1:1 ითამაშა. მიმდინარე სეზონში ბუდუს ანგარიშზე უკვე 8 გოლია.
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ინტერთან 1:1 ითამაშა, კვარამ 7.5 შეფასება მიიღო. ლევან შენგელიამ ოფის მაისურით მორიგი გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
MLS-ის ფლეიოფში საბა ლობჟანიძის ატლანტამ ლეო მესის ინტერ მაიამი დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ლობჟანიძემ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.










