ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართული მატჩი ლონდონის ჩელსისა და პსჟ-ს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.
ჩელსისთან მატჩში კვარაცხელიამ 73 წუთი ითამაშა და 7.4 შეფასება მიიღო.









