ჩემპიონთა ლიგის ფაზის მატჩი პსჟ-სა და ტოტენჰემს შორის, საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა და 7.4 შეფასება მიიღო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 10.0 შეფასებით ვიტინია გახდა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სამი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა.









