ლა ლიგის ტურის გამორჩეული შეხვედრა მადრიდის ატლეტიკოსა და ვილიარეალს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესი ისაა, რომ ამ შეხვედრაში ვილიარეალის ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის დებიუტი შედგა.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს. ატლეტიკოს გაუვალი დაცვიდან გამომდინარე, ქართველს ბევრი რეალური მომენტი არ ჰქონია.
საბოლოოდ, მიქაუტაძემ 6.5 შეფასება მიიღო.









