ესპანეთის ჩემპიონატის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვილიარეალსა და ბილბაოს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ვილიარეალის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს და 6.2 შეფასება მიიღო.
შეხვედრის ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლი 77-ე წუთზე მოოლეირომ გაიტანა.
ამ გამარჯვებით ვილიარეალმა 16 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციას იკავებს.









