მილანის ინტერის კოპა იტალიადან გამოვარდნის შემდეგ, ევროპულ ფეხბურთში დარჩა მხოლოდ ორი გუნდი, რომელსაც ტრებლის მოგება შეუძლია. საუბარია ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენის შესახებ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ნერაძურისა" და ლონდონის არსენალს დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-ს უფრო მარტივად აქვს საქმე, რადგან ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე გაფორმებული არის. რაც შეეხება საფრანგეთის თასს, პარიზის მეტოქე ფინალში რეიმსი იქნება. კატალონიელებს ჯერ არაფერი აქვთ განაღდებული, პრიმერა დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება, ესპანეთის თასის ფინალში კი მათ მადრიდის რეალთან დაპირისპირება უწევთ.
ბარსელონას კალენდარი სეზონის ბოლომდე
| თარიღი | მატჩი | ტურნირი |
| 26/04/2025 | ბარსელონა - რეალი | კოპა დელ რეი |
| 30/04/2025 | ბარსელონა - ინტერი | ჩემპიონთა ლიგა |
| 03/05/2025 | ვალიადოლიდი - ბარსელონა | ლა ლიგა |
| 06/05/2025 | ინტერი - ბარსელონა | ჩემპიონთა ლიგა |
| 11/05/2025 | ბარსელონა - რეალი | ლა ლიგა |
| 15/05/2025 | ესპანიოლი - ბარსელონა | ლა ლიგა |
| 18/05/2025 | ბარსელონა - ვილიარეალი | ლა ლიგა |
| 25/05/2025 | ბილბაო - ბარსელონა | ლა ლიგა |
პსჟ-ს კალენდარი სეზონის ბოლომდე
| თარიღი | მატჩი | ტურნირი |
| 25/04/2025 | პსჟ-ნიცა | ლიგა 1 |
| 29/04/2025 | არსენალი - პსჟ | ჩემპიონთა ლიგა |
| 03/05/2025 | სტრასბური - პსჟ | ლიგა 1 |
| 07/05/2025 | პსჟ - არსენალი | ჩემპიონთა ლიგა |
| 10/05/2025 | მონპელიე - პსჟ | ლიგა 1 |
| 17/05/2025 | პსჟ - ოსერი | ლიგა 1 |
| 24/05/2025 | პსჟ - რეიმსი | საფრანგეთის თასი |









