საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-20 ტურში, ლიონის ქართველმა უკანახაზელმა, დავით ნინიაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.
22 წლის ქართველი მორაგბე სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და ტვინის შერყევა დაუდასტურდა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ის თავს უკეთესად გრძნობს, საავადმყოფო უკვე დატოვა და ლიონში გუნდთან ერთად დაბრუნდება.
ლიონში დაბრუნების შემდეგ, დავით ნინიაშვილს დამატებით გამოკვლევები ჩაუტარდება და ტვინის შერყევის სიმძიმე დადგინდება. პირველადი ინფორმაციით, ქართველი მორაგბე მინიმუმ 2-3 კვირას იუქმებს.
როგორია დავით ნინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? — ბოლო ცნობები საფრანგეთიდან










