გუშინ ღამით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი დაპირისპირება გაიმართა, სადაც ლონდონში შეკრებილმა მაყურებელმა არსენალისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება იხილა. მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელმაც მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელის ტრავმის შესახებ ისაუბრა.
"ჯერჯერობით არ ვიცი დემბელეს ტრავმა რამდენად მძიმეა. სამედიცინო ტესტები უახლოეს საათებში ჩაუტარდება, სადაც გაირკვევა რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.
იმედი მაქვს ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდება, მაგრამ არის შანსი განმეორებით მატჩში ჩვენი დახმარება ვერ შეძლოს."
უსმან დემბელემ ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც რამდენიმე დღე ვარჯიშს ვერ შეძლებს. დღევანდელი მოცემულობით, დიდი შანსია ფრანგმა ვინგერმა არსენალთან განმეორებით მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.









