"ჟორჟი ვარჯიშს დაუბრუნდა. შეიძლება სათამაშოდ ბოლომდე მზად არაა, მაგრამ ლილთან შეხვედრაში განაცხადში იქნება."

24 წლის ფორვარდმა ლიონის ორი ვარჯიში გაციების გამო გამოტოვა, თუმცა ფეხბურთელი ახლა თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, 9 ტურის შემდეგ, ლიონს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი ლილს ესტუმრება — შეხვედრა პირველ ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი









