ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს პსჟ და ლივერპული შეხვდებიან - ვიხილავთ ქართულ დაპირისპირებას ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილის წინააღმდეგ.
ამ მატჩის მოლოდინებზე, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა. ქართველი მეკარე ლივერპულის კარს დაიცავს.
"ყველამ ვიცით, რა დონის ფეხბურთელია კვარაცხელია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და წარმატებებს ვუსურვებ მას.
ვფიქრობ, პსჟ-სთან ძალიან რთული თამაში იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები კვარას, მან იცის, როგორ მიყვარს არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება", - განაცხადა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და ლივერპულის პირველი მატჩი 7 აპრილს, პარიზში შედგება, განმეორებითი კი ერთი კვირის თავზე ლივერპულში.









