საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გაიმართება საინტერესო შეხვედრა ტულუზასა და პსჟ-ს შორის.
მატჩის წინ, პარიზელთა მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ჰკითხეს.
"როგორია კვარაცხელიას მდგომარეობა? - შესანშნავად. ის თავს ისევე კარგად გრძნობს, როგორც თუნდაც მე", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ფეხზე შექმნილი დისკომფორტის გამო პსჟ-ს წინა მატჩი გამოტოვა.
ტულუზასთან მატჩის დასრულების შემდეგ, კვარა თბილისსი ჩამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება.









