დღეს საქართველოში ჩამოვიდა ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი. 23მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, პროფესიონალური კრივის კავშირისა და World Boxing Promotion-ისორგანიზებით, გაიმართება მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში. ჯონსი სწორედ აღნიშნულ ივენთზე დასაწრებად ჩამოვიდა საქართველოში.
დღეს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გაიმართე ოფიციალური პრესკონფერენცია, სადაც ლეგენდარულმა მოკრივემ Lagazzetta.ge-ის კითხვას უპასუხა ქართველი UFC მებრძოლების შესახებ:
"რა თქმა უნდა UFC-ში ქართველების წარმატების შესახებ ვიცი. ფავორიტები არ მყავს, რადგან UFC-ის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. ვაკვირდები ქართველ მებრძოლებს, მათ უდიდესი შრომა გაწიეს. ასე დიდ ორგანიზაციებში ქართველების ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამით კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო საქართველო, მათ უნიკალური რამ გააკეთეს აქამდე georgia - მხოლოდ აშშ-ის ერთ-ერთ შტატად იყო ცნობილი, თუმცა ახლა ბევრმა იცის საქართველოს შესახებ. ეს არ არის შტატი, georgia სხვა ქვეყანაა და აქედან შესანიშნავი სპორტსმენები მოდიან."
ხვალ ქართველი მოკრივეები - ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი უცხოელ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მთავარ ბრძოლას გამართავს ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც შეეცდება IBA-ის მსოფლიო ქამრის დაუფლებას, აღნიშნული ქამარი ქართული კრივის ისტორიაში ჩვენ ქვეყანაში პირველად ჩამოიტანეს.
სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა როი ჯონსი, რომელიც საღამოს გახსნის თავისი ცნობილი სიმღერით- Can’t be Touched. ივენთზე ასევე იმღერებს ჯგუფი New One (თიკა ბალანჩინი).
ღონისძიება 19:00 საათზე ბენდ New One -ის რეპერტუარით დაიწყება.მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში კი 21:00 საათიდან აიღებს სტარტს.









