გერმანელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP რეიტინგში მე-4 ადგილზე იმყოფება ნადალს დიდი უპირატესობით, 6-3, 7-6, 6-3 მოუგო. 1/32 ფინალში ზვერევის მეტოქე გოფინსა და მპეტში პერიკარდს შორის გამარჯვებული იქნება.
რაფაელ ნადალი დღევანდელი მონაცემებით რეიტინგში 275-ე პოზიციას იკავებს და დიდი ალბათობით, წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს - მის ანგარიშზე 22 გრანდ სლემია, მათ შორის 14 როლან გაროსი.










