იმის მიუხედავად, რომ უეფამ ასტონ ვილა vs პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად უსმან დემბელე დაასახელა, მთავარი გმირი უდავოდ ჯანლუიჯი დონარუმა იყო. რომ არა იტალიელი კიპერის საოცარი სეივები, პარიზული კლუბი ძალიან დიდ უპირატესობას გაანიავებდა და ნახევარფინალში გასვლა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში, პსჟ-ს ფანების არაერთი საინტერესო გამოხმაურება გავრცელდა:
"რომ არა დონარუმა, ნახევარფინალში ასტონ ვილა ითამაშებდა."
"რატომ თვლიან დიბუ მარტინესს დღეს საუკეთესო მეკარედ? შეხედეთ დონარუმას, დღეს სწორედ ისაა #1 მეკარე მსოფლიოში."
"იტალიელ კიპერს საოცარი სეზონი აქვს. დღეს პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ისაა."
"დონარუმა თუ კარგ ფორმაშია, მის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია. დღეს მის მიერ ნაჩვენები პერფორმანსი დაუჯერებლად კარგი იყო."
"ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებთ, დიდი იმედი მაქვს დონარუმას ოქროს ბურთს გადასცემენ."
"ასეთ კარგ ფორმაში მყოფი დონარუმა, ხელფასის შემცირებას კი არა, გაზრდას იმსახურებს."
"ჯიჯოს გაშვება განიხილება? ეს ხომ სიგიჟეა?!"
"ასეთ კარგ და მაღალი დონის მეკარეს ბაზარზე ვერ ვნახავთ."
"დღეს მხოლოდ ჯიჯოს სურდა ნახევარფინალში თამაში. მეორე ტაიმში გუნდის მიერ ნაჩვენები პერფორმანსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ლუის ენრიკე სწორედ იტალიელმა გადაარჩინა."









