სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერი რომა ნაპოლის დაუხვდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, რომელშიც გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს.
საბოლოო ჯამში თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ანტონიო კონტემ ჯან პიერო გასპერინის ყველა კომპონენტში აჯობა და "პარტენოპეიმ" სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
რომას წაუგებელი სერია დასრულდა და ამ მატჩის შემდეგ "ჯალოროსი" მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა. რაც შეეხება ნაპოლის, "პარტენოპეი" მილანს გაუთანაბრდა — ანტონიო კონტეს გუნდს 13 ტურის შემდეგ 28 ქულა აქვს.
რომა 0-1 ნაპოლი
გოლი: 0-1 დავიდ ნერესი 36'.
მატჩის მიმოხილვა









