"ჩემთვის პატივი იყო დღეს რომის მერთან, რობერტო გუალტიერთან შეხვედრა და ახალი სტადიონის შესახებ ჩვენი ხედვის წარმოჩენა. ეს არაჩვეულებრივი სტადიონი არა მხოლოდ ახალი სახლი იქნება რომას გულშემატკივრებისთვის, არამედ ღირსშესანიშნაობაა ზოგადად დედაქალაქისთვის.
კლასიკური რომაული არქიტექტურითა და უახლესი ტექნიკით შთაგონებული თავისი საკულტო დიზაინით, სტადიონი შესთავაზებს მსოფლიო დონის გამოცდილებას ყველას, ფეხბურთის გულშემატკივრებიდან დაწყებული, ადგილობრივ საზოგადოებამდე დამთავრებული. როგორც AS Roma-ს ამაყი მფლობელი, ჩვენ მზად ვართ შევქმნათ სივრცე, რომელიც განასახიერებს ჩვენი კლუბის სულისკვეთებასა და ტრადიციას, რომელიც გახდება ინოვაციებისა და ბრწყინვალების გლობალური სიმბოლო და გარემოზე პასუხისმგებლობის მოდელი", - განაცხადა რაიან ფრიდკინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ორივე მხარემ განიხილა და შეათანხმა პროექტის გეგმა, მათ შორის სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ განვითარების სხვადასხვა ასპექტზე. ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ პროექტის შეუფერხებლად გაგრძელებას, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და საზოგადოების ჩართულობის გათვალისწინებით.
რომამ სოციალურ ქსელში ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა, სადაც ასახულია ახალი არენის უნიკალური ხედვა და თანამედროვე დიზაინი:
🏟️ Verso il nuovo stadio
— AS Roma (@OfficialASRoma) July 24, 2024
📄 https://t.co/7a0IiInWD5#ASRoma pic.twitter.com/C9mNPE9aYG









