გადაწყვეტილება მიღებულია — რომამ ივან იურიჩი გუნდიდან გაუშვა! ხორვატ სპეციალისტს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს.
იტალიურ კლუბში იურიჩის გაშვება რამდენიმე ტურის წინაც სურდათ, თუმცა ამერკელმა მფლობელებმა ხორვატ სპეციალისტს კიდევ ერთი შანსი მისცეს. „ჯალოროსისთვის“ სამწუხაროდ, 49 წლის მწვრთნელმა სიტუაცია ვერ გამოასწორა და რომას კრიზისი კიდევ უფრო გახანგრძლივდა.
რომა 12 ტურის შემდეგ, 13 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება. გუნდს პრობლემები აქვს ევროპა ლიგაზეც, სადაც 4 ტურის თავზე, მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული.
12 მატჩი, 4 გამარჯვება, 3 ფრე და 5 მარცხი - ასეთი სტატისტიკით ემშვიდობება ივან იურიჩი რომას.
იტალიურ პრესაში ხორვატის პოტენციურ შემცვლელებზე უკვე საუბრობენ. განიხილება ფრენკ ლამპარდისა და რობერტო მანჩინის ვარიანტები.
Serie A
რომამ ივან იურიჩი გუნდიდან გაუშვა









