ფაქტია, რომაელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დანიელე დე როსიმ გუნდს თავისი ხელი დაატყო და გუნდი აათამაშა.
პირველი ტაიმის მიწურულს, პელეგრინიმ და ლუკაკუმ გუნდი დააწინაურეს და დედაქალაქელებს კომფორტული უპირატესობა მოუპოვეს.
მეორე ნახევარში თავიანთი გოლები დიბალამ და პარედესმაც გაიტანეს, რომამ მეტოქე 4:1 დაამარცხა.
მათთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა, 27 ტურის შემდეგ გუნდს 47 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.









