გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება, ჩემპიონატები დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი ისევ იტალიას აქვს (16.571 ქულა). ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, სერია ა-დან 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთისთვის უეფას სამივე ტურნირზე, იტალიის 6 გუნდი ასპარეზობს, რაც ინგლისთან ერთად, საუკეთესო შედეგია. თუმცა აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა სეზონი 7 გუნდით დაიწყეს, ინგლისელებმა კი 8 გუნდით. რეიტინგში მეორე ადგილზე გერმანიაა, 15.500 ქულით (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციაზე კი ინგლისია, 14.625 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების კოეფიციენტები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა არსებული მონაცემებით, იტალიას თითქმის გარანტირებული აქვს დამატებით ერთი ადგილი. ქულების დათვლა უეფას ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება.