გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება, ჩემპიონატები დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი ისევ იტალიას აქვს (18.857 ქულა). ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, სერია ა-დან 5 გუნდი იქნება წარმოდგენილი. ამ წუთისთვის უეფას სამივე ტურნირზე, იტალიის 4 გუნდი ასპარეზობს. რეიტინგში მეორე ადგილზე გერმანიაა, 16.786 ქულით (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციაზე კი ინგლისია, 16.750 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების კოეფიციენტები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა არსებული მონაცემებით, იტალიას თითქმის გარანტირებული აქვს დამატებით ერთი ადგილი. ქულების დათვლა უეფას ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება.