ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირებები დასრულდა, წინ კი განმეორებითი მატჩები გველოდება. ამასობაში, ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი კვლავ ინგლისს აქვს - 22.178 ქულა. რეიტინგში მეორე ადგილზე, 19.892 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი იტალია იკავებს, კერძოდ 18.937 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.