მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე ლიგის ფაზები დასრულდა, ჩემპიონატების რეიტინგები განახლდა.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას ამ წელსაც აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას 20.958 ქულა აქვს, რის ფონზეც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ინგლისი 2026/27 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. რეიტინგში მეორე ადგილზე, 16.600 ქულით, პორტუგალიაა (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი გერმანია იკავებს, კერძოდ 16.214 ქულით.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.









