მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე პლეი-ოფი დასრულდა, ჩემპიონატების რეიტინგები კიდევ ერთხელ განახლდა.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას ამ წელსაც აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას 22.291 ქულა აქვს, რის ფონზეც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ინგლისი 2026/27 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. რეიტინგში მეორე ადგილზე, 17.570 ქულით, გერმანიაა (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი ესპანეთი იკავებს, კერძოდ 17.406 ქულით.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.









