მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა, ჩემპიონატების რეიტინგები კიდევ ერთხელ განახლდა.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას ამ წელსაც აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში პრემიერ ლიგას 24.791 ქულა აქვს, რის ფონზეც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ინგლისი 2026/27 სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. რეიტინგში მეორე ადგილზე, 20.281 ქულით, ესპანეთია (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი გერმანია იკავებს, კერძოდ 19.428 ქულით.
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.









