ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგურ პერფორამსს ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა Spazio Napoli ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ შინ ჩელსის დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა, კვარა შეცვლიდან შევიდა და დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
"რამდენიმე წლის შემდეგაც კი ჩვენ კვლავ ვეკითხებით საკუთარ თავს - რომელი პლანეტიდან არის ეს ბიჭი?
როცა ანგარიში 2:2 იყო, კვარაცხელია მოედანზე შევიდა, ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ ყველა დაადუმა და ულამაზესი გოლი გაიტანა. ბოლოს კი პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლას ფაქტობრივად ბეჭედი ჩაურტყა", - წერს Spazio Napoli.
შეგახსენებთ, რომ ჩელსისა და პსჟ-ს მომდევნო დაპირისპირება ლონდონში, 17 მარტს შედგება.









