ჰენრიკ ლარსონი გახდა პოდკასტ Stick To Football-ის სტუმარი, სადაც მან არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. როდესაც ლაპარაკი მივიდა საუკეთესო თანაგუნდელზე, როი კინი და გარი ნევილი ვარაუდობდნენ, რომ შვედი ექს-ფორვარდი იტყოდა რონალდინიო გაუჩოს, მაგრამ მას სულ სხვა მოსაზრება ჰქონდა.
"იყო თუ არა რონალდინიო საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც მითამაშია? ის უდიდესია, თუმცა მე მორავჩიკის გამორჩევა მინდა. ჯერ კიდევ არ ვიცი, ლიუბო მემარჯვენე იყო თუ ცაცია, რადგან ორივე ფეხს სრულყოფილად ხმარობდა. ის მოედნის ნებისმიერი წერტილიდან გაგიკეთებდა პასს.
სლოვაკი ნახევარმცველი იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი და ბურთით აკეთებდა ყველაფერს, რაც მოესურვებოდა. მარჯვენა თუ მარცხენა ფეხი, არ აქვს მნიშვნელობა, სელტიკის ფლეიმეიქერისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა."
გლაზგოური გუნდის ყოფილი 25-ე ნომერი ფეხბურთს თამაშობდა 1983 - 2002 წლებში. კარიერის საუკეთესო პერიოდი მან შოტლანდიურ კლუბსა და სენტ-ეტიენში გაატარა. აღსანიშნავია, რომ შვედი ექს-ფორვარდის გარდა, 60 წლის ვეტერან ფლეიმეიქერზე პაველ ნედვედიც არაერთხელ საუბრობდა.









