ლა ლიგის 26-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვილიარეალი ანგარიშით 4:1 გაანადგურა. მატჩის გმირად მოგვევლინა ლამინ იამალი, რომელმაც "ყვითლებს" 3 ბურთი შეუგდო. ესპანელი ვინგერი გახდა ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი კატალონიელთა ისტორიაში. "ბლაუგრანას" წინახაზელმა ეს 18 წლის ასაკში გააკეთა.
კამპ ნოუს ბინადრების ამჟამინდელმა ათიანმა გაუსწრო რონალდო ნაზარიოს, ლიონელ მესისა და ნეიმარ ჟუნიორსაც კი, ვინც თავიანთი პირველი ჰეთ-თრიკის მომენტისთვის მასზე ასაკოვნები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში გვხვდება ბარსას ჩამქრალი ტალანტებიც: ჯოვანი დოს სანტოსი, კრისტიან ტელო და სანდრო რამირესი.
ჰეთ-თრიკის ყველაზე ახალგაზრდა ავტორები ბარსელონას ისტორიაში
| ლამინ იამალი | 18 წლის |
| ლიონელ მესი | 19 წლის |
| ჯოვანი დოს სანტოსი | 19 წლის |
| რონალდო ნაზარიო | 20 წლის |
| სანდრო რამირესი | 20 წლის |
| ნეიმარ ჟუნიორი | 21 წლის |
| კრისტიან ტელო | 22 წლის |
| ფერმინ ლოპესი | 22 წლის |









