კრიშტიანუ რონალდუს და ტურინის იუვენტუსს შორის დაწყებული სასამართლო დავა გრძელდება და შემდეგი სხდომა, 2025 წლის მარტში გაიმართება.
საქმე კოვიდ პერიოდს და ხელფასებს ეხება — 2020 წელს, იუვენტუსის ფეხბურთელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ 2 თვის ანაზღაურებაზე უარს იტყოდნენ და ამით, კლუბს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდნენ.
როგორც შემდეგში გაირკვა, სინამდვილეში ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი გადაუხადა, თუმცა, არალეგალურად. ფინანსური მანიპულაციების გამო, "ბიანკონერი" დაისაჯა და სერია ა-ს 2022/23 წლების სეზონში 10 ქულა დააკლეს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი იუვენტუსისგან სწორედ გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს, რაც დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელმა სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგო. ტურინულმა კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და განხილვა 2025 წლის მარტში ჩაინიშნა.
Serie A
რონალდუ იუვენტუსის წინააღმდეგ — სასამართლო პროცესი გრძელდება










