პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ ისაუბრა. ალ-ნასრის ლიდერის აზრით, ოქროს ბურთი თავის ავტორიტეტს კარგავს.
"ოქროს ბურთი და ფიფას ჯილდო? ჩემი აზრით, ინდივიდუალური ტიტულები თავის ავტორიტეტს კარგავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მესი, მბაპე ან ჰოლანდი ჯილდოებს არ იმსახურებენ.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გასათვალისწინებელია მთელი საფეხბურთო სეზონი ან წელიწადი, თუმცა სამწუხაროდ, ხალხისთვის სხვა კრიტერიუმები უფრო მნიშვნელოვანია.
ციფრების და სტატისტიკის მჯერა. ერთ კალენდარულ წელიწადში გავიტანე ყველაზე მეტი გოლი და ვერავინ დამალავს ამ ფაქტს, ეს ჩემი პირადი მიღწევა არის.
მოვიგებ თუ არა ოქროს ბურთს კიდევ? ჩემთვის პირველ ადგილზე დგას ეროვნული ნაკრები და კლუბი, ინდივიდუალური ჯილდოების კი აღარ მჯერა", - განაცხადა 38-წლის ფორვარდმა.









