"რონალდუ ვარჯიშზე ყოველთვის ადრე მოდის. ის არის ნამდვილი პერფექციონისტი, რომელიც ითხოვს ბევრს, როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვებისგანაც. კრიშტიანუ ცოცხლობს თავისი გუნდით და ხშირად რჩევებსაც იძლევა. ცხადია, ამის უფლებას ვაძლევ მას, რადგან ის არ არის, ისეთი, როგორც ყველა.
იბრაჰიმოვიჩს განსხვავებული ხასიათი აქვს. ის უფრო იმპულსიური და დომინანტური პიროვნებაა. მასთან მუშაობა არ ყოფილა მარტივი, თუმცა მაინც სასიამოვნო იყო. ჩემთვის ზლატანთან ერთად გატარებული პერიოდი ძალიან ფასეულია. პორტუგალიელი ფორვარდი უფრო გლობალური და დიდია, მისი მიზანი 1000 ბურთის გატან არის და ამ ნიშნულს ის აუცილებლად მიაღწევს", - განაცხადა რიადელთა დამრიგებელმა.











