აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში კლუბსა და ნაკრებში მიქაუტაძის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
2024/25 წლების ერთა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძემ კრიშტიანო რონალდუს (6) გადაასწრო, 7 გოლი დააგროვა, ერლინგ ჰოლანდს გაუთანაბრდა და მხოლოდ შვედეთის ნაკრების ფორვარდს, ვიქტორ გიოკერეშს ჩამორჩა, რომელიც ერთა ლიგის ბომბარდირი 9 გოლით გახდა.
2024 წლის სტარტიდან მოყოლებული, მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ჰოლანდის შემდეგ ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. მიქაუტაძე ნორვეგიელ ფორვარდს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება (12).
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძეს 20 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირებში მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება (26).










