- პირველი ბუცები
- Nike, Mercurial. მომწონს ეს ბრენდი და ძალიან მომწონდა ამ ბუცებით თამაში, თუმცა ახლა Adidas-ით ვთამაშობ.
- პირველი მაისური
- ეს იყო დინამო თბილისის თეთრი მაისური, სადაც თამაში დავიწყე. ზურგზე გვარი არ ეწერა, მხოლოდ 10 ნომერი იყო.
- დებიუტი პროფესიონალებში
- 17 წლის ვიყავი და დინამო თბილისში ვითამაშე. არ მახსოვს ვის წინააღმდეგ, თუმცა მახსოვს, რომ კარგად ვითამაშე.
- სადებიუტო გოლი
- სადებიუტო გოლი
- პირველი გოლი დინამო თბილისში გავიტანე, სრული სიგიჟე იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა მოწინააღმდეგის ვინაობა არ მახსოვს. როდესაც პირველი ბურთი გაგაქვს, ეს საოცარი გრძნობაა.
- პირველი წითელი ბარათი
- პირველი წითელი ბარათი
- ეს ბელგიაში მოხდა. პირველი წითელი ბარათი ანტვერპენთან შეხვედრაში მივიღე. არ გამიმართლა, VAR-ზე გადაწყვიტეს, რომ წითელი ბარათი იყო.
- პირველი თამაში, რომელსაც უყურე
- მანჩესტერი - არსენალის შეხვედრა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუმ შორიდან ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. პატარა ვიყავი და კარგად არც მახსოვს.
- პირველი გმირი
- რონალდუ. ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული, ნამდვილი პროფესიონალია. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და პორტუგალია არიან ერთ ჯგუფში, რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია. მოუთმენლად ველი მის წინააღმდეგ თამაშს. თუ შესაძლებლობა მომეცემა, მაისურს გავუცვლი.











