სერია ა-ს 28-ე ტურში მილანმა სან სიროზე ემპოლის უმასპინძლა. აღნიშნულ მატჩში პიოლის გუნდი რაფა ლეაოს გარეშე თამაშობდა, თუმცა ამის მიუხედავად, "როსონერი" უპირობო ფავორიტი იყო.
პირველ ტაიმში მილანმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. პიოლის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის ბოლოს მოახერხეს. ოკაფორის საგოლე გადაცემას პულისიკი გამოეხმაურა, რომელმაც ამ სეზონში მე-8 გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმში, პირველის მსგავსად, უპირატესობას თავიდან ბოლომდე მილანი ფლობდა. პიოლის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა ამ შეხვედრაში მეტი გატანილი გოლი აღარ გვიხილავს.
როსონერიმ ამ გამარჯვებით 59 ქულა მაოგროვა და დროებით მეორე ადგილზე გადასვლაც მოახერხა.
Serie A
როსონერის დაგეგმილი 3 ქულა










