პიოლიმ გუნდის გადახალისება გადაწყვიტა - ლეაო, ჟირუ, რაინდერსი, პულისიკი და კიაერი სკამზე დარჩნენ, რითაც მონცამ კარგად ისარგებლა. პალადინოს გუნდმა “როსონერის” პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუტანა, სტუმარ გუნდს კი ერთი სახიფათო მომენტიც კი არ ჰქონია.
მეორე ტაიმი მილანმა სამი ცვლილებით დაიწყო, თუმცა პიოლის გეგმები იოვიჩმა მალევე ჩაშალა. სერბმა ფორვარდმა, მონცას ფეხბურთელს სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ამის მიუხედავად, მილანმა ძალების გამონახვა მაინც მოახერხა და ორი გოლიც გაიტანა - ჯერ პულისიკმა ჟირუს გაატანინა, შემდეგ კი ამერიკელმა თავად შეასრულა საოცარი დარტყმა და ანგარიში გათანაბრდა (2:2).

მილანის სიხარული კი მალე დასრულდა, "როსონერის" საკუთრებაში მყოფმა ორმა ფეხბურთელმა, მონცას 3 ქულა მოუტანა. ჯერ დანიელ მალდინის პასით ბონდომ გუნდი წინ გაიყვანა, მატჩის ბოლო წუთზე კი, კოლომბომ შეხვედრას წერტილი დაუსვა, 4:2.
პალადინოს გუნდმა ამ გამარჯვებით 33 ქულა მოაგროვა და მე-11 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. "როსონერიმ" კი იუვენტუსის ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და ისევ მესამე პოზიციაზე დარჩა.