პიერ-ემერიკ ობამეიანგი 36 წლის ასაკში საუდის არაბეთიდან დაბრუნდა ევროპაში და მარსელის ოლიმპიკს შეუერთდა. ბევრი მის ქამბექს უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ გაბონელმა ფორვარდმა კრიტიკოსების დადუმება სეზონის პირველ ნახევარშივე შეძლო. ის რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოა, როგორც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ისე საფრანგეთის ჩემპიონატშიც.
დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც ფაზის ექვსი ტურის შემდეგ, პროვანსალელების ლიდერს დაუგროვდა ყველაზე მეტი, ოთხი საგოლე გადაცემა. ამის გარდა, გოლს+ასისტის სისტემით, 11-მეტრიანების გამოკლებით, 36 წლის ფორვარდი 7 ქულით ასევე პირველ პოზიციაზე იმყოფება.
პენალტების ჩათვლის შემთხვევაშიც კი, სტად ველოდრომის ბინადრების 97-ე ნომერს ცხრა ქულით მხოლოდ კილიან მბაპე უსწრებს. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატს, იგივე გოლს+ასისტის სისტემით, 11-მეტრიანების გამოკლებით, ობას ამ მომენტისთვის აქვს 10 ქულა, რითაც ის მხოლოდ ესტებან ლეპოლს ჩამორჩება (12 ქულა).
36 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შედეგები სეზონის პირველ ნახევარში
| ყველაზე მეტი ასისტი ჩემპიონთა ლიგაზე | 4 |
| ყველაზე მეტი ქულა ჩემპიონთა ლიგაზე გოლს+ასისტის სისტემითა და პენალტების გამოკლებით | 7 |
| მეორე საუკეთესო შედეგი ლიგა 1-ში გოლს+ასისტის სისტემითა და პენალტების გამოკლებით | 10 |
| ყველაზე მეტი ასისტი მარსელის შემადგენლობაში | 10 |
| ყველაზე მეტი ქულა მარსელის შემადგენლობაში გოლს+ასისტის სისტემით, მეისონ გრინვუდთან ერთად | 18 |









