როგორც მოგეხსენებათ, გაბონის მთავრობამ ქვეყნის ნაკრების ფუნქციონირება დროებით შეაჩერა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი კი ეროვნულ გუნდს სამუდამოდ მოკვეთა. მიზეზი: "პანტერების" 3/3 წაგება აფრიკის ერთა თასზე. მთავრობის გადაწყვეტილება ბევრმა ჩათვალა აბსურდული და უსამართლო, პირველ რიგში, მარსელის ოლიმპიკის ფორვარდის მიმართებაში.
გაბონელი თავდამსხმელი არის თავისი ქვეყნის მთავარი სახე და ვარსკვლავი, რომელმაც საკლუბო ფეხბურთის გარდა, წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 36 წლის ფორვარდის მიღწევების არასრული ჩამონათვალი.
| 2012 წლის აფრიკის ერთა თასის თანაბომბარდირი |
| 2015 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი |
| გაბონის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი |
| 4-ჯერ ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი |
| ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი |
| ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი |
| ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი |
| დორტმუნდის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი |
| ბუნდესლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი |
| ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი |
| პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის თანაბომბარდირი |
| 2-ჯერ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი |
| არსენალის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი |
| ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონი |
ცნობისთვის, "პანტერების" საუკეთესო შედეგი აფრიკის ერთა თასზე არის მეოთხედფინალი - პირველად, 1996 წელს, მეორედ კი 2012-ში, უკვე თავის ცნობილ მე-9 ნომერთან ერთად. აღნიშნულ ტურნირზე მან შეაგდო 3 ბურთი, რითაც გათამაშების თანაბომბარდირი გახდა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ობა დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან თავისი ისტორიული სამშობლო აირჩია.









