ვეტერანმა ფეხბურთელებმა მილანის ქართველ მცველზე, კახა კალაძეზე და გუნდისთვის მის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
კაკა: "სან პაულუდან მილანში აღმოვჩნდი და კახა კალაძემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მართალია, ჩვენ სხავდასხვა პოზიციებზე ვთმაშობდით, მაგრამ ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ერთად ვვითარდებოდით. მილანის იმდროინდელი გუნდი და დაცვის ხაზი საუკეთესო იყო მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს ამ ფეხბურთელებთან ერთად კიდევ ერთხელ თამაში დიდი ბედნიერებაა".
ზეედორფი: "ამაყი ვარ იმით, რასაც კახიმ მიაღწია მოედანზე და მოედნის გარეთაც. ადვილი არ არის, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ასეთ წარამტებას მიაღწიო. ის ყოველთვის თავდადებით თამაშობდა და არ გვიწევდა ნერვიულობა იმაზე, თუ რა ხდებოდა დაცვაში. კალაძე მშრომელი და ძლიერი ფეხბურთელი იყო. ასე ერთმუშტად მიაღწია მილანმა დიდ წარმატებას. ვაცნობიერებდით იმ პასუხისმგებლობას, რაც მაშინ მილანის ფეხბურთელებს გვქონდა."











