მატჩის შემდეგ, "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბენარმა თავისი გუნდის გამარჯვებასა და მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
"ეს მატჩი იყო ძალისხმევისა და გამძლეობის ტესტი. ვფიქრობ, როცა რეალმა შეტევა გააძლიერა და საქმე გაგვირთულდა, ამ დროს მხსნელად მამარდაშვილი გამოჩნდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბედნიერი ვარ ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით. ვამაყობ ჩემი ბიჭებით და მოხარული ვარ, რომ ის შრომა, რაც ამ თამაშისთვის ჩავდეთ, დაგვიფასდა", - განაცხადა ვალენსიელთა თავკაცმა.










