ბოლო 2 წელია, ესპანური და ევროპული პრესა მამარდაშვილის ქებაშია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. მეტიც, მამარდაზე თავისი გუნდის და მეტოქე გუნდის წარმომადგენლებიც საუბრობენ.
რუბენ ბარახა (ვალენსიას მწვრთნელი): "მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომენტი გვქონდა, ბოლო წუთებზე მეტოქესაც შეეძლო გამარჯვება, თუმცა მამარდაშვილმა საოცრება გააკეთა და წაგებას გადაგვარჩინა"
ხოსე ბორდალასი (ხეტაფეს მწვრთნელი): "რომ არა ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით, რადგან მათზე მეტი რეალური მომენტი გვქონდა და გამარჯვება შეგვეძლო. მამარდას კარგად ვიცნობ და მისი შესაძლებლობების შესახებაც ვიცი"
ენცო ბარენეჩეა (ვალენსიას ფეხბურთელი): "დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა რეალურად რომ ვთქვათ, ამ 1 ქულის აღების მთავარი მიზეზი მამარდაშვილის საოცარის სეივებია"










