რამდენიმე თვის წინ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ერთმანეთს ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ შეადარა და განაცხადა, რომ მესი რონალდუზე ბევრად უკეთესია.
ამ კომენტარიდან რამდენიმე თვეში, კასანო კრიშტიანო რონალდუსთან მიმოწერას ასაჯაროებს.
„მას შემდეგ, რაც ვთქვი, რომ ლეო მესი კრიშტიანუ რონალდუზე ბევრად უკეთესია და ის ჩემს ტოპ 5 საუკეთესო ფეხბურთელში არ არის, WhatsApp-ზე შეტყობინება მივიღე.
ეს კრიშტიანუსგან იყო. მან მომწერა: „ბევრი ფული მაქვს“ და შემდეგ ჩამოთვალა ყველა მისი ტიტული, გოლი და სტატისტიკა.
შემდეგ ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა, სადაც მეუბნება: „შენ უპატივცემულოდ მომექეცი, აღარასდროს გაიმეორებ ამას. შენ მხოლოდ 150 გოლი გაიტანე და ოთხი ტიტული მოიგე“.
ამიტომ ვუთხარი: „ძვირფასო კრიშტიანუ, მომისმინე. არ არის შეურაცხყოფა იმის თქმა, რომ მესი შენზე ბევრად უკეთესია. ეს არ არის შეურაცხყოფა. მე უბრალოდ სიმართლეს და ფაქტებს ვამბობდი."
საინტერესოა, რატომ უნდა მოიქცეს ასე კრიშტიანუს მსგავსი ფიგურა. მან მშვიდად და მოდუნებულად უნდა იცხოვროს და ყურადღება არ მიაქციოს იმას, თუ რას ამბობს მასზე ხალხი. მან მაგალითი უნდა აიღოს მესისგან, ადამიანისგან, რომელსაც არ აინტერესებს, რას ფიქრობს სამყარო“, - აცხადებს კასანო.









