აფრიკის ერთა თასის ნახევარფინალში ეგვიპტის ნაკრები სენეგალის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. მატჩის გმირი გამოდგა სადიო მანე, რომელმაც "ლომებისთვის" ფინალში გამსვლელი ბურთი შეაგდო. ეს იყო მო სალაჰისა და სენეგალელი ფორვარდის რიგით მე-6 დუელი საერთაშორისო ასპარეზზე.
ყურადღებას იქცევს ეგვიპტელი თავდამსხმელის კატასტროფული სტატისტიკა ალ ნასრის თავდამსხმელის წინააღმდეგ - ხუთი მარცხი ექვს შეხვედრაში. ლივერპულის ამჟამინდელ ლიდერს "ტერანგას" მე-10 ნომერთან 3-ჯერ წაგებული აქვს მუნდიალისა და აფრიკის თასის შესარჩევებზე, ასევე კონტინენტის პირველობის ფინალში, ბოლოს კი როგორც აღვნიშნეთ, 1/2 ფინალში.
გამოსარჩევია ისიც, რომ "ფარაონების" ათიანს არასდროს გაუტანია გოლი იმ მატჩში, რომელშიც მისი მეტოქე იყო "ბალონბუვა", ამ უკანასკნელს კი უკვე 2 ბურთი დაუგროვდა. აქვე დავამატებთ, პაპ ჩაუს გუნდის მოწინააღმდეგე აფრიკის თასის ფინალში იქნება მაროკოს ეროვნული გუნდი, რომელმაც თავის მხრივ ნიგერიას მოუგო.









