საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაშია. გარდა იმისა, რომ ის უოტფორდის ლიდერად იქცა და ამ სეზონში უკვე გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ჩაკვე საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელიცაა.
ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები საოცარი მატჩების შემდეგ, ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ახალ ციკლშიც ბრწყინვალედ ითამაშა, გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1, ალბანეთს კი 1:0 მოუგო.
LaGazzetta.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებსა და უოტფორდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:
"ჯგუფი რთული და კონკურენტუნარიანია, 2 მოგებით დავიწყეთ, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა და რთული მატჩები გველის. დღევანდელ ფეხბურთში მარტივი თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს ამ დონეზე. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ოცნებაა და მჯერა რომ ამის გაკეთება შეგვიძლია."
რა დგას წარმატების უკან? - ამ კარგ პერიოდამდე მისასვლელად ჩაკვეტაძემ ბოლო წლებში ბევრი სირთულე გაიარა - ტრავმები, უნდობლობა გენტისგან, უთამაშებლობა, ახლოს კარიერის დასრულებასთან. მიუხედავად ყველაფრისა, ჩაკვეტაძე იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, ვინც კარიერა "დააქამბექა" და დღეს კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს.
"ამ პერიოდის გახსენება არ მინდა, ძალიან რთული და ცუდი პერიოდი იყო, თუმცა უკან დავტოვე, წარსულია და მიხარია რომ დღეს აქ ვარ. ფეხბურთი და ფეხბურთელის გზა ბევრი სირთულითაა სავსე, თუმცა ყოველთვის უნდა იპოვო ძალა ამ სირთულეების გადასალახად."

რამდენიმე კვირის წინ, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაკვეტაძეზე თქვა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია და მასთან თამაში კომფორტულიაო, რაზეც კვარას ჩაკვემაც უპასუხა:
"კვარა ძალიან მიყვარს, მოედნის გარეთაც ძმებივით ვართ, ერთად ბევრ რამეზე ვიცინით, ვმხიარულობთ, გვიხარია ერთმანეთთან კომუნიკაცია, ნაკრებში მთლიანად ასეთი გარემოა . ის საოცარი ფეხბურთელია, ლიმიტები არ აქვს, მინდორზე ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლია, ნამდვილი ჯადოქარია და მისნაირი თანაგუნდელის ყოლა დიდი სიამოვნებაა."

ჩაკვეტაძის წლევანდელმა პერფორმანსმა ბრიტანული პრესა აალაპარაკა და გაკვირვებულები არიან, რატომ არ თამაშობს ის პრემიერ ლიგაში. ჩაკვეტაძის მიმართ კომპლიმენტებს არც უოტფორდის მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი იშურებს და სულ მის ქებაშია.
"აქ ბედნიერი ვარ, საუკეთესო გარემოა და ოჯახივით ვართ, მივეჩვიე ყველას და ყველაფერს, კომფორტულად და მშვიდად ვარ, ყველა პირობაა შექმნილი მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრაციისთვის, მწვრთნელს და მის ჩემდამი დამოკიდებულებას ძალიან ვაფასებ და სულ მინდა იმედები გავუმართლო", - გვითხრა ჩაკვეტაძემ.

25 წლის ფეხბურთელისთვის ნაკრებში ყველა ფეხბურთელთან ერთად თამაში კომფორტულია, თუმცა მაინც ხვიჩა კვარაცხელიას გამოყოფს.
"ზემოთ კვარაზე გესაუბრეთ, ფაქტიურად ამ კითხვის პასუხიც გამოვიდა, თუმცა ნებისმიერი ნაკრების წევრი მინდორზე ყველაფერს დებს და ბოლომდე იხარჯება, ამიტომ თითოეულ მათგანთან ერთად თამაში ძალიან მომწონს, მართლა ოჯახივით ვართ და თითოეულ თამაშში ყველა ერთმანეთისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის მაქსიმუმს დებს."
"ძველი ჩაკვე დაბრუნდა" - ეს ფრაზა ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის. ბევრი თვლის, რომ ახლანდელი ჩაკვეტაძე ძველზე ბევრად უკეთესია. თავად ფეხბურთელი კი პროგრესს არ წყვეტს და ჩვენს გაოცებას მომავალშიც აპირებს:

"დაბრუნდა თუ არა ძველი ჩაკვე, ეს გულშემატკიბრებმა უნდა თქვან, ჩემი მიზანი მუდმივად ზრდა, წინსვლა და პროგრესია, საკუთარ თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ და სულ ვცდილობ მოვუმატო, სუსტ კომპონენტებზე გამუდმებით ვმუშაობ და ეს ის პროცესია, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და მინდა სიამოვნება გულშემატკივარსაც მივანიჭო." - დაასრულა ქართველმა შემტევმა.