ამ უპირატესობის აღმოფხვრა რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი და ამის თქმის საშუალებას პირველი თამაში გვაძლევს, რადგან დინამო ბათუმმა მონტენეგროს წარმომადგენლებს აშკარად აჯობა, უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა გოლი არ გავიდა, მეტოქემ კი ორი მომენტი შექმნა და ორივე გაიტანა.
დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრიი დემჩენკო რამდენიმე ცვლილებას შეიტანს და მიზანი სწრაფი გოლის გატანა იქნება.
როგორც დეჩიჩის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, დასრულებული ჯერ არაფერია და მისმა გუნდმა ისეთივე ბრძოლისუნარიანობა უნდა გამოავლინოს, როგორც პირველ შეხვედრაში.
ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი ანდრიი დემჩენკო თვლის, რომ დინამო ბათუმმა პირველ მატჩში მეტოქე აშკარად დაჯაბნა და თუ მისი გუნდი მომენტების რეალიზების პრობლემას გამოასწორებს, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად დინამო ბათუმი მონტენეგროში 3 დღით ადრე ჩავიდა, დასვენების საშუალებაც ჰქონდათ და კარგად მომზადებისაც.
დეჩიჩი-დინამო ბათუმი
30 ივლისი, 23:00
პოდგორიცას ცენტრალური სტადიონი, პოდგორიცა
კონფერენს ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
მთავარი მსაჯი: ჯეისონ ბარსელო (გიბრალტარი)
სავარაუდო შემადგენლობა: სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა, მამუჩაშვილი, მარა, სანტოსი, ღუდუშაური, გომისი, მუჯირი









